logo
ENG



ხიდაშელი: 8-12 აგვისტო "დააიგნორა" სტრასბურგმა, მაგრამ სახელმძღვანელო შექმნა ჰააგისთვის

21 იან 202114:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/1dhvo2mv9hfh3js.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მთავარია, რომ ითქვა - ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციის.

როგორც ხიდაშელი Facebook-ზე წერს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანას ჰააგაში მიმდინარე გამოძიებაში დაეხმარება.

"გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა, მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია: რუსეთი კლავს, რუსეთი აწამებს,  რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას, რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას და სხვ. მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ, ოსებს ედავეთო. ცუდია, რომ 8-12 აგვისტო "დააიგნორა" სტრასბურგმა მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!", - წერს ხიდაშელი.

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.


close დახურვა